ახალი ამბები

სოხუმი კიდევ ორი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებას იტყობინება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საჰაერო ძალებმა კიდევ ორი ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოადგეს, იტყობინება 12 მაისს ”აფსნიპრესი”.

თბილისში ამ ინფორმაციას უარყოფენ. სოხუმი კი აცხადებს, რომ ბოლო ორ თვეში ეს უკვე მათ მიერ მეექვსე და მეშვიდე ჩამოგდებული ქართული მზვერავი თვითმფრინავებია. ქართულმა მხარემ მოხლოდ 20 აპრილს მომხდარი ინციდენტი დაადასტურა.


”აფსნიპრესის” ცნობით, ერთი თვითმფრინავი დღეს 14:16 წუთზე ოჩამჩირის რაიონში დასახლებულ პუნქტებს რეპსა და შეშელეთს შორის, ხოლო მეორე მზვერავი საფრენი აპარატი 15:07 წუთზე იმავე რაიონში სოფელ აჩგუარას თავზე ჩამოაგდეს.


აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის გარი კუპალბას განცხადებით, საფრენი აპარატები 6 კმ-ის სიმაღლეზე აფხაზეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით იქნა ჩამოგდებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button