ახალი ამბები

საარჩევნო სიების გადამოწმების ვადა სამი დღით გადაიწია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დღევანდელი გადაწყვეტილებით ამომრჩეველთა სიების გადამოწმების ვადა 5 მაისიდან 9 მაისამდე გადაიწია.


ეს საკითხი დღეს ცესკოს ოპოზიციური წევრების მოთხოვნის შედეგად დადებითად გადაწყდა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა სიებში ხარვეზების, მათ შორის არარსებულ კორპუსებსა და მისამართებზე მცხოვრები ”ამომრჩევლების” შესახებ გამოთქვამს პრეტენზიებს. 


ცესკოს ინფორმაციით, მოქალაქეებს დამატებით სამი დღის განმავლობაში შეეძლებათ  საკუთარი თავი გადაამოწმოს ამომრჩეველთა საერთო სიებში და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას. ის ვინც 21 მაისს არჩევნებზე სიებში არ იქნება შეყვანილი, ხმას ვერ მისცემს, რადგან არჩევნების დღეს რეგისტრაცია გაუქმებულია.


9 მაისის შემდეგ სიებში ცვლილებები მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ამ მეთოდს ამომრჩეველი ნაკლებად მიმართავს.



 

Back to top button