skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ერთი ნაწილი ყველაზე დიდი აგრესორის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 მაისს განაცხადა: ”საქართველოს ერთი ნაწილი დღეს ყველაზე დიდი აგრესორის მხრიდან განხორციელებული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება”.


მმართველი პარტიის ყრილობაზე საუბრისას სააკაშვილს არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყანა, მაგრამ ის აშკარად გულისხმობდა რუსეთს და მის ბოლოდროინდელ ნაბიჯს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტის შეუთანხმებელ გაზრდასთან დაკავშირებით.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობის დამკვიდრება.


”ყველაფერს, რასაც აქამდე მივაღწიეთ, მივაღწიეთ მშვიდობით,”- განაცხადა მან, ”ყველაფერს, რასაც მომავალში მივაღწევთ, მივაღწევთ მშვიდობით. ყველაფერი, რაც ქვეყანაში შევძელით, იმის დასტურია, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს ეკუთვნის. ამ მშვიდობას დაცვა სჭირდება, მის დაცვას კი – ერთიანობა. საქართველოს ვერავინ დაამარცხებს, თუ მას დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერა ექნება; საქართველოს ვერავინ დაამარცხებს, თუ ქვეყანაში იქნება ერთიანობა”.


იმავდროულად, 3 მაისს აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი საქართველოსგან  სამხედრო მოქმედებების დაწყებას მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ელიან. თბილისი კატეგორიულად უარყოფს ამ მოსაზრებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button