ევროკავშირს ”სერიოზულად აშფოთებს” რუსეთ-საქართველოს დაძაბულობა
ევროკავშირი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, რამაც დაძაბულობა გამოიწვია რუსეთსა და საქართველოს შორის, განაცხადა ევროკავშირის სლოვენიის თავმჯდომარეობამ 2 მაისს გავრცელებულ განცხადებაში .
”ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ რაიმე ნაბიჯებისგან, რამაც შესაძლოა გაზარდოს დაძაბულობა და ურჩევს მხარეებს მიიღონ ზომები ნდობის აღსადგენად,” – ნათქვამია განცხადებაში, ”ევროკავშირი ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში”.
ევროკავშირის ეს განცხადება მოყვა რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ 29 აპრილს გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი აფხაზეთში სამშვიდობოთა რაოდენობას ზრდის და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ 15 დამატებითი საგუშაგოს გასხნას გეგმავს, ასევე 20 აპრილს ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)