ახალი ამბები

ოპოზიცია არჩევნების დღეს საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს

ცხრა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს 21 მაისს, არჩევნების დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შენობის წინ საპორტესტო აქცია გამართონ. 


ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 1 მაისს განაცხადა, რომ აქციის მიზანი უნდა იყოს ”ხმების დაცვა” და საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თავიდან აცილება.


ოპოზიციურმა კოალიციამ ცესკო-ს წინ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია 1 მაისსაც გამართა, რომელიც ოპოზიციის ლიდერების და აქტივისტების პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ ოპოზიციას ცესკო-ს შენობაში შესვლის საშუალება  არ მისცა. ოპოზიციას ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილი კარების აჭედვა უნდოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამის საშუალება არ მისცეს, გაჩეჩილაძემ თავად მიაჭედა ორი ფიცარი ცესკო-ს შენობის ერთ-ერთ ფანჯარაზე. ამის შემდეგ მან ჩაქუჩი პოლიციელებისკენ ისროლა, რომლებიც შენობის შესასვლელს იცავდნენ.

იმავდროულად, გაერთიანებული ოპოზიცია 7 მაისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გეგმავს აქციას  – ”გვახსოვს 7 ნოემბერი”.


 

Back to top button