skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს მოხსენება საქართველოს საზღვრის დაცვის სფეროში პროგრესს აღნიშნავს

საქართველოს ხელისუფლებამ გააუმჯობესა საზღვრის უსაფრთხოების ოპერაციები და იმუშავა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით, ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში ტერორიზმის შესახებ.


მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალისხმევა მიმართ ”კონტრაბანდის, მათ შორის ფულის, ნარკოტიკების და ყველა ტიპის იარაღის (ქიმიური, ბირთვული და ბიოლოგიური), აღკვეთაზე, რასაც შესაძლოა ხელი შეეწყო ტერორიზმისთვის”.


მოხსენების თანახმად, ასევე შეინიშნება ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ძირითად სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. ამაში შედის, მოხსენების თანახმად, ახალი ობიექტები საქართველო-სომხეთის საზღვარზე და ჩაქვში ახალი სანაპირო სარადარო სადგურის დამონტაჟება, რამაც გააუმჯობესა საქართველოს მიერ სანაპირო ზოლის დაცვის შესაძლებლობები.


მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ს მიერ დაფინანსებული საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებისა და კანონგამტკიცების პროგრამა დაეხმარა საქართველოს იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის სისტემის დანერგვაში 15-ივე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.


მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზემო ლარსის სახმელეთო საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის უკვე წელიწადია ჩაკეტილია, სასაზღვრო გამშვები პუნტი რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მაინც მოქმედებდა, თუმცა არ ექვემდებარებოდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლს.

”ამგვარმა ვითარებამ განაპირობა რუსეთიდან ამ რეგიონებში შეუზღუდავი და დაუდგენელი ხალხის და საქონლის ნაკადის შემოდინება,” – ნათქვამია მოხსენებაში.       


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button