ახალი ამბები

ტელეკომპანია ”იმედი” საინფორმაციო გადაცემებს არჩევნების შემდეგ განაახლებს

ტელეკომპანია ”იმედი” ნაწილობრივ მაუწყებლობას 5 მაისიდან განაახლებს, თუმცა მისი პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემები მხოლოდ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახლდება, განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ (OSCE/ODIHR). 


მისიამ თავის წინასაარჩევნო შუალედურ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ”იმედმა” მის დამკვირვებლებს განუცხადა, რომ ნაწილობრივი მაუწყებლობის აღდგენას 5 მაისიდან გეგმავს, მას შემდეგ რაც ახალი მფლობელი გაისტუმრებს დავალიანებას იმ სატელიტური კომპანიის მიმართ, რომელიც სიგნალს გადასცემს რეგიონებში. 

Back to top button