ახალი ამბები

კოკოითი და ბაღაფში სააკაშვილის შემოთავაზებას უარყოფენ

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა, სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა უარყვეს პრეზიდენტ სააკაშვილის შემოთავაზება ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის თაობაზე.


”აფხაზეთის და საქართველოს თანაარსებობა ერთიან სახელმწიფოში შეუძლებელია,” – განუცხადა ბაღაფშმა ”ინტერფაქსს”.


”ჩვენ უკვე ვიყავით საქართველოს სახელმწიფოში და ჩვენი ხალხი არაერთხელ გახდა გენოციდის მსხვერპლი. ოსმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საარგებლოდ და ჩვენ, რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, ამ გზას არ გადავუხვევთ,” – განუცხადა კოკოითმა ”ინტერფაქსს”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აპრილს ტელევიზიით მიმართა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოსახლეობას და გაერთიანებისკენ მოუწოდა მათ, რათა არ მისცენ საშუალება ”თავზეხელაღებულ და უპასუხისმგებლო” გარეშე ძალებს სისხლისღვრა გამოიწვიონ ქვეყანაში. მან თვითგამოცხადებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს ”სეპარატისტები, კრიმინალები და კორუმპირებული დაჯგუფებები” უწოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button