skip to content
ახალი ამბები

აშშ-ში მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ასოციაციამ”, რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოუწოდა აშშ-ს ადმინისტრაციას ”აღარ მიიღოს რუსეთის მედიატორული როლი საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებში”.


”თავისი ბოლო გადაწყვეტილებით [ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან], რუსეთმა აღიარა მისი როგორც კონფლიქტის მონაწილის და არა როგორც მიუკერძოებელი მედიატორის როლი,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 19 აპრილს გამოქვეყნდა, ”საქართველოს ასოციაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცე პოზიცია დაიკავოს რუსეთის ამ ცალმხრივი ქმედების წინააღმდეგ და ძლიერი ზეწოლა მოახდინოს რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა მან შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. ამგვარი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს, კავკასიის სტაბილურობას და საერთაშორისო სამართალს”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button