ახალი ამბები

ევროკავშირი მოსკოვის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია

ხავიერ სოლანა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, შეშფოთებულია რუსეთის გადაწვეტილებით ოფიციალური კავშირები დაამყაროს სოხუმთან და ცხინვალთან, განაცხადა სოლანას პრესსპიკერმა ქრისტინა გალაშმა 16 აპრილს.


”ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამ ცალმხრივი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“ -განაცხადა მან, ”ჩვენ გვჯერა რომ ასეთი კონფლიქტები ყოველთვის დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.“


მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა ხავიერ სოლანასთან, რომლის დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის გადაწყვეტილების თაობაზე შეშფოთება გამოხატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button