ახალი ამბები

”იმედი” მაუწყებლობის ნაწილობრივ განახლებას გეგმავს

1 აპრილს ტელეეკრანზე ”იმედის” ლოგო გამოჩნდა, რადგანაც ტელეკომპანია მაუწყებლობის განახლებისთვის ემზადება.


ამჟამად, ტელევიზიით რადიო ”იმედის” მაუწყებლობა გადაიცემა.


ტელეკომპანია ”იმედის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა 26 მარტს განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია საცდელ მაუწყებლობას აპრილის დასაწყისში განაახლებს, ხოლო სრული მაუწყებლობა, მათ შორის საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური თოქშოუები, 10 აპრილიდან აღდგება.


ამასობაში, ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელობის საკითხი კვლავ სადავო რჩება ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ნათესავს, ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს შორის. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეის ხელისუფლება იყენებს ტელეკომპანიაზე კონტროლის დამყარების მიზნით.


 

Back to top button