ახალი ამბები

”საქართველო კოსოვოს აღიარებას არ აპირებს” – ბაქრაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.


”მე ვფიქრობ, ეს არის სიტუაცია, სადაც ყველა საქართველოში, მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა, ერთ პოზიციაზე დგას,” – განაცხადა ბაქრაძემ გადაცემა Primetime-ში საუბრისას. ”როგორც დიპლომატს მე შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო არ აპირებს განიხილოს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი; ჩვენ ამ საკითხზე არ ვმუშაობთ”. 


”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა შესაძლო უარყოფითი შედეგი მინიმუმამდე დავიყვანოთ,” – განაგრძო მან. ”ერთის მხრივ არსებობს დასავლეთის სახელმწიფოების უმრავლესობის პოზიცია, რომლებიც საუბრობენ კოსოვოს ცნობაზე, მეორე მხარეს არის რუსეთის მკვეთრად გამოკვეთილი პოზიცია და ევროკავშირის სახელმწიფოების ნაწილიც წინაღმდეგია. აქ, საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს, უწევს ძალიან ფრთხილად ლავირება ამ საპირისპირო პოზიციებს შორის”.


მისი თქმით, რუსეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიქვა, როგორც ”გამოწვევა, რომელსაც პასუხის გაცემა სჭირდება”.  ”ყველაზე მარტივი პასუხი, რომელიც მოდის ძალიან ბევრი ადამიანის მარტივ გონებაში, რომლებიც დღეს მოსკოვში იმყოფებიან, გახლავთ, რომ თუ დასავლეთმა რაღაცნაირი ფორმით გადადგა ნაბიჯები ბალკანეთსა და კოსოვოში, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები პოსტ-საბჭოთა სივრცეში?” განაცხადა ბაქრაძემ, ”მე ამ აბსოლუტურად გულახდილად გეტყვით, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის რისკი არსებობს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button