skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

პრეზიდენტის ახალ საპარლამენტო მდივნად მურთაზ ზოდელავა დაინიშნა, რომელიც აქამდე გენერალური პროკურატურის იურიდიულ სამმართველოს, ხოლო უფრო ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.


საპარლამენტო მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი 25 სექტემბერს გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. ამჟამად ქიტოშვილი თავისუფალია და მისი საქმე სასამართლოში იხილება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button