ახალი ამბები

ბეჟუაშვილი დაზვერვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურეს დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან.


ეს დანიშვნა მოულოდნელი იყო, რადგანაც ახალი მთავრობის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ ბეჟუაშვილი სახელმწიფო სამსახურიდან კერძო სექტორში მიდის.


დაზვერვის დეპარტამენტს აქამდე ანა ჟვანია ხელმძღვანელობდა. ეს სტრუქტურა პირდაპირ პრეზიდენტს ექვემდებარება მას შემდეგ, რაც უშიშროების სამინიტრო შინაგან საქმეთა სამინიტროს შეუერთდა 2004 წლის ბოლოს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button