ახალი ამბები

პატარკაციშვილმა ”იმედში” თავისი წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებები თითქმის დაასრულა

Financial Times 11 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში  ბადრი პატარკაციშვილზე დაყრდნობით წერს, რომ მან თითქმის დაასრულა მოლაპარაკება ტელეკომპანია ”იმედში” მისი წილის რუპერტ მერდოკის News Corp.-ისთვის მიყიდვის თაობაზე. გარიგების სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

პატარკაციშვილი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში მისი ბიზნეს-ინტერესები იდევნება. 

ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლებმა და ადმინისტრაციამ 26 დეკემბერს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია ”დროებით წყვეტს” მაუწყებლობას ტელევიზიის მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის და ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, რათა გაემიჯნოს მათ ”ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს”. მანამდე ტელეკომპანია ბევრმა წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა.


ტელეკომპანია ”იმედის” პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”იმედში” დარჩენილი ჟურნალისტები იმ შემთხვევაში გააგრძელებენ ტელევიზიაში მუშაობას, თუ იქნება მიღებული იმის გარანტიები, რომ News Corporation-ი ტელეკომპანიის მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას იკისრებს.


10 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტის მომზადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button