
ახალი ამბები
ოპოზიციამ ”გაყალბებული” ოქმების გამოფენა მოაწყო
ოპოზიციურმა კოალიციამ დღეს იმ საარჩევნო დოკუმენტაციის გამოფენა მოაწყო, რომელიც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ არის გაყალბებული.
”ჩვენ 600-700 ოქმამდე გვაქვს, სადაც ასეთი დარღვევები არის,”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან. ”200 ათასი ხმა გვაქვს ჩვენ გასაჩივრებული… ჩვენი მონაცემებით რეალურად სააკაშვილს ხმათა 37% აქვს აგებული”.
ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ამ გამოფენის მიზანია ”მსოფლიო საზოგადოებამ დაინახოს და თვალსაჩინო გახდეს ყველასთვის, თუ რა სახის დარღვევებით და გაყალბებით ჩატარდა არჩევნები”.