skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის ლიდერი გალის რაიონს ესტუმრა

აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში 28 დეკემბერს გალის რაიონს ესტუმრა, სადაც ქალაქის 70 წლის იუბილე აღნიშნა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გალში ”უამრავი ადამიანი ჩამოვიდა რაიონის ყველა სოფლიდან”, რათა საზეიმო ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა.


ამასობაში, ტელეკომპანია ”რუსთავი 2” იტყობინება 29 დეკემბერს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეთნიკური ქართველები აიძულა დასწრებოდა ღონისძიებას და დაემუქრა მათ არ მიეღოთ მონაწილეობა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში.      



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button