ახალი ამბები

ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზით პოლები დაუკვეთა

5 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ტელეკომპანიების –  საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით ეგზით პოლებს ოთხი ქართული ორგანიზაცია განახორციელებს.


მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი ეგზით პოლის ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს.


ეგზით პოლის დამკვეთი ტელეკომპანიების მეშვეობით 5 იანვარს საზოგადოება 14 და 16 საათებზე მიიღებს ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. არჩევნების დასრულებისთანავე – 20 საათზე გამოქვეყნდება ეგზით პოლის წინასწარი, ხოლო 23 საათზე საბოლოო შედეგები.


მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ შესთავაზეს ამერიკელ ექსპერტებსა და ასევე ოპოზიციურ პარტიებს დააკვირდნენ ეგზით პოლების ჩატარების პროცესს.


პარალელურად, დამოუკიდებელი ეგზით პოლების ჩატარებას გეგმავს ტელეკომპანია ”იმედი”. ტელეკომპანიამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ მან ამ პროცესის ორგანიზება ”დემოკრატიის განვითარების დიალოგის ევროპულ ფონდს” დაუკვეთა. ინფორმაცია ამ ორგანიზაციაზე ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button