
პატარკაციშვილი მოუწოდებს ბურჯანაძეს განუდგეს სააკაშვილს
ბიზნესმენმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრი პატარკაციშვილმა მოუწოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს განუდგეს მიხეილ სააკაშვილს, რათა არ გახდეს დანაშაულის თანამონაწილე.
”მე მოვუწოდებ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებს – მაგალითად როგორიცაა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე – განუდგეს სააკაშვილს და არ გახდეს მისი დანაშაულებების თანამონაწილე,” – განაცხადა პატარკაციშვილმა 20 დეკემბერს გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში.
მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისეთ დაპირებებს ”ურიგებს” მოსახლეობას, რამაც შესაძლოა ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანოს.
ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა შეაქო ნინო ბურჯანაძე მისი ”რადიკალური” პოზიციის გამო. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ნინო ბურჯანაძისთვის დამახასიათებელი სიფრთხილისა, მან მხარი დაუჭირა ”ყველაზე გადამწყვეტი ზომების მიღებას” ნოემბერში განვითარებული მოვლენების დროს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)