skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძემ თავისუფალი არჩევნების სამთავრობო ჯგუფი შექმნა

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბრჯანაძემ 12 დეკემბერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფი შექმნა.


”სამთავრობო სამუშაო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედებებს და საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან მათ ურთიერთობებს, 2008 წლის 5 იანვარს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად,” – აცხადებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პრესსამსახური.


სამთავრობო სამუშაო ჯგუფში გაერთიანდებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები.


 

This post is also available in: English Русский

Back to top button