ახალი ამბები

სააკაშვილი ცესკოს გადაწყვეტილებას ”არასამართლიანს” უწოდებს

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შეცვლის გუშინდელ გადაწყვეტილებას ერაყსა და კოსოვოში მყოფი ქართველი ჯარისკაცების არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხი გასაჩივრდება. 


”მინდა შეშფოთება გამოვხატო ცესკოს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც უკრძალავს 2 ათას ყველაზე საუკეთესო ჯარისკაცს, ქართული შეიარაღებული ძალების ყველაზე ეფექტურ და საამაყო ბრიგადას მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში,”- განაცხადა 12 დეკემბერს სააკაშვილმა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობს.  


”ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი,”- აღნიშნა მან, ”ჩვენ ჩვენი ქვეყნის  ღირსებაზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ არანაირი პოლიტიკური კონიუქტურა”. 


11 დეკემბერს ცესკოს 13 ექვსმა ოპოზიციურმა წევრმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერაყსა და კოსოვოში საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე. გადაწყვეტილების მიღებას კომისიის 9 წევრის ხმა სჭირდებოდა. ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა მათი პოზიციის მიზეზად დაასახელეს საქართველოს კონსტიტუციური დებულება, რომელიც კრძალავს საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას. თუმცა სააკაშვილის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ოპოზიციას ამოძრავებდა მიზანი, რომ ყოფილ პრეზიდენტს 2 ათასი ქართველი სამხედროს ხმა დაეკარგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button