ახალი ამბები
თბილისი BSEC-ის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
10-12 დეკემბერს თბილისი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საპარლამენტო ასამბლეის ოცდამეათე პლენარულ სესიას უმასპინძლებს.
სესიას საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახსნის, რომელიც ივნისიდან ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია.
სესიაში სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი არსენი იაცენიუკი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)