ახალი ამბები
ლეიბორისტებმა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მანიფესტაცია მოაწყეს
”არჩევნები გაყალბების გარეშე, საქართველო პრეზიდენტის გარეშე” – ეს იყო დღეს ლეიბორისტული პარტიის მიერ ორგანიზებული აქციის ძირითადი ლოზუნგი.
აქცია, რომელშიც ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ”ვარდების მოედანზე” დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მსვლელობის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ დაიშალა.
”ეს ადამიანები მოვიდნენ იმისათვის, რომ გააფრთხილონ ხელისუფლება, რომ გაყალბების შემთხვევაში ქართველი ხალხი შედეგებს არ ცნობს,”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა იოსებ შატბერაშვილმა.
ლეიბორისტებმა, რომელთა საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილია, მორიგი აქცია პარლამენტის წინ 6 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს დაგეგმეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)