ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელს სტუმრობს

დღეს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ლონდონიდან ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან.


6 დეკემბერს დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისართან საგარეო საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერთან და ევროკავშირის გენერალურ მდივანთან ხავიერ სოლანასთან.


ლადო გურგენიძე 3 დეკემბრიდან ლონდონში შეხვედრებს მართავდა ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

Back to top button