ახალი ამბები

მწვანეთა პარტია ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს

საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი თავის კანდიდატურას  გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ ხსნის.


“ჩვენ სრულად ვიზიარებთ ლევან გაჩეჩილაძის მისწრაფებას, რომ ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა გახდეს და უკეთესი იქნება, რომ არჩევნების წინ გავაერთიანოთ ძალები წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატთან ადმინისტრაციულ მანქანასთან [ხელისუფლებასთან] დასაპირისპირებლად,” – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.        


შედეგად, ამ ეტაპზე უკვე 17 მსურველი გამოთქვამს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების სურვილს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. 16 მათგანს ჯერ არ წარუდგენია 50 000 მხარდამჭერის ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო). 140 000-კაციანი მხარდამჭერთა სია ცესკოში ჯერ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა.

ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა განცხადსებით, ისინი 70 000 ხელმოწერას ცესკოში 5 დეკემბერს წარადგენენ.

Back to top button