ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ლონდონს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე დღეს ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
ლადო გურგენიძე, რომელიც მთავრობაში მოსვლამდე ”საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობდა, ასევე მონაწილეობას მიიღებს ლონდონის ბირჟაზე ”საქართველოს ბანკის” აქციების განთავსების ერთი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ლონდონის ბირჟაზე ბანკის აქციების ფასმა ნოემბერში 8%-ით მას შემდეგ დაიკლო, რაც გურგენიძე ახალ პრემიერ-მინისტრად დასახელდა.
5 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი ვიზიტს ბრიუსელში გააგრძელებს, სადაც ნატოსა და ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)