ახალი ამბები

ლეიბორისტების ლიდერმა საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის სათავო ოფისში საარჩევნო შტაბი გახსნა, რომლის ხელმძღვანელად პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა დანიშნა.


”დაუყონებრივ შევუდგებით მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ 5 იანვარს წარსულს ჩავაბაროთ სააკაშვილის ტერორისტული, სისხლიანი, ქიმიური რეჟიმი,”- განაცხადა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.


იმავდროულად, თავისი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ნათელაშვილი 5 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების წინააღმდეგ მანიფესტის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით ლეიბორისტები ოთხშაბათს ”ვარდების მოედნიდან” რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობენ პარლამენტის შენობამდე.  


29 ნოემბერს ნათელაშვილმა, განაცხადა რომ ხელისუფლების მხრიდან  ”გაყალბების ჯადოსნური კარუსელი ამუშავებულია მთელი სიმძლავრით, რასაც სჭირდება საერთო სახალხო წინააღმდეგობა”.

Back to top button