skip to content
ახალი ამბები

მაისაშვილი: ოლიგარქი თუ დაუპირისპირდა სააკაშვილს, მე სააკაშვილს დავუდგები გვერდით

პრეზიდენტობის კანდიდატმა, მომავლის პარტიის ლიდერმა გია მაისაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილის ფიგურა მიუღებელია, თუმცა თუ მას არჩევნების მეორე ტურში ”ოლიგარქი” – ბადრი პატარკაციშვილი – დაუპირისპირდება, ის სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.


”არის საშიშროება, რომ ცუდსა და უარეს შორის გვქონდეს არჩევანი, ”- განაცხადა დღეს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე მაისაშვილმა, ”თუ გაიმარჯვა ოლიგარქმა და მიხეილ სააკაშვილმა, მაშინ ყველამ იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ოლიგარქი თუ დაუპირისპირდა მას, მე მიხეილ სააკაშვილს დავუდგები გვერდით”.


მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში დამარცხების და მეორე ტურში რომელიმე ოპოზიციური პარტიის კანდიდატისა და მიხეილ სააკაშვილის გასვლის შემთხვევაში ის გამოეთიშება არჩევნებს და არცერთ კანდიდატურას არ დაუჭერს ღიად მხარს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button