skip to content
ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ პირებს დავალებებს აძლევს

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 25 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატია, დაავალა ლტოლვილთა და განსახლების ახალ მინისტრს კობა სუბელიანს და თბილისის მერს გიგი უგულავას დევნილებს საკუთრებაში გადასცენ საცხოვრებელი ფართები, სადაც ამჟამად ისინი ცხოვრობენ.  


”ეს არის დავალება: გადაეცით ყველა ადგილი, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს ეკუთვნის, დევნილებს,” – განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილმა ეს განცხადება 28 ნოემბერს თავის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც თბილისის მერიის შენობაში გაიმართა.


ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ერთ-ერთი დევნილის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილ შენობებში მცხოვრებ ბევრ დევნილს გამოსახლების შიში აქვს.

უკვე რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც დევნილები სახელმწიფოს კუთვნილი სასტუმროებიდან, მათ შორის იძულებითაც გამოასახლეს მას შემდეგ, რაც ეს შენობები ინვესტორებმა შეიძინეს. 
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button