ახალი ამბები

საქართველო ნატოში ინტეგრაციაზე პლებისციტს ატარებს

5 იანვარს დაგეგმილ პლებისციტზე საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და ასევე პოზიციის გამოხატვა, უჭერენ თუ არა მხარს ისინი საქართველოს გაწევრიანებას ნატოში.

ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-მდე მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტერგაციას. საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებამდე, პლებისციტით ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გადამოწმდება.


პლებისციტის ორგანიზების შესახებ შესაბამისი ბრძანებულება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა 25 ნოემბერს პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე მოაწერა ხელი, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ივანე ნონიაშვილმა გაახმოვანა.


5 იანვარს, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამომრჩეველმა უნდა გამოხატოს თავის პოზიცია ურჩევნია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, როგორც დღევანდელი კონსტიტუციური ნორმა ითვალისწინებს, თუ 2008 წლის გაზაფხულზე, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვდა მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე.


საქართველოს კანონმდებლობით, პლებისციტს სავალდებულო იურიდიული ძალა არ გააჩნია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button