ახალი ამბები
მედიის თავისუფლება ევროკავშირის შეშფოთების წყაროდ რჩება
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, ”მედიის თავისუფლება კვლავ შეშფოთების წყაროდ რჩება,” განაცხადეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19-20 ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ევროკავშირის საბჭომ ასევე განიხილა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და განაცხადა, რომ ევროკავშირი ”კვლავაც განაგრძობს მოვლენების თვალყურის დევნებას”.
საბჭომ ასევე გაუსვა ხაზი შესაფერისი დემოკრატიული პროცესებისთვის საჭირო პირობების შექმნის მნიშვნელობას 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)