
ახალი ამბები
ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობა აღდგა
ტელეკომპანია ”კავკასიამ” მას შემდეგ, რაც დღეს 19 საათზე საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მაუწყებლობა განაახლა.
ამ ოპოზიციურმა არხმა, რომელიც მხოლოდ თბილისს ფარავს, მაუწყებლობა 7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედთან” ერთად თითქმის პარალელურად შეწყვიტა. ”იმედი” კვლავ გათიშული რჩება, რადგან მისი ქონება და მაუწყებლობის ლიცენზია სასამართლოს მიერ დაყადაღებულია.
დღესვე 19 საათზე საინფორმაციო გამოშვება განაახლა ტელეკომპანია ”მზემ”.
7 ნოემბრიდან მედიის გარდა, ქვეყანაში შეზღუდული იყო ასევე მასობრივი შეკრებებისა და გაფიცვის უფლებები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)