ახალი ამბები

ბათუმის ბაზა ბოლო რუსულმა სამხედრო ეშელონმა დატოვა

15 ნოემბერს ბათუმის სამხედრო ბაზა რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა უკანასკნელმა ეშელონმა დატოვა, რითაც რუსეთმა საქართველოდან ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები გათვალისწინებულზე ერთი წლით ადრე შეასრულა.


2006 წელს მხარეებს შორის სოჭში დადებული შეთანხმება ბაზების გაყვანის პროცესის დასრულებას 2008 წლის განმავლობაში ითვალისწინებდა.


”მიუხედავად თბილისის პოლიტიკის სისტემატიური ანტირუსული გამოვლინებებისა, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ პასუხისმგებელ და კონსტრუქციულ ხაზს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 16 ნოემბერს.


ქართულ მხარეს ბათუმის სამხედრო ბაზა 13 ნოემბერს ოფიციალურად გადმოეცა, ივნისში კი საქართველოს კუთვნილება გახდა ახალქალაქის ყოფილი რუსული სამხედრო ბაზა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button