ახალი ამბები

სასამართლომ ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ნოემბერს დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა.


ირაკლი ოქრუაშვილი 9 ოქტომბერს 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან და ამჟამად ის, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში იმყოფება. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო ინტერვიუები გავრცელდა, გენერალურმა პროკურატურამ მიიჩნია, რომ ის ”გარკვეულ საშიშროებას” წარმოადგენს და გადაწყვიტეს მათივე გათავისუფლებულ და საზღვარგარეთ გაშვებულ ირაკლი ოქრუაშვილს აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალონ.


თუმცა, პროკურატურის განცხადებით, ოქრუაშვილი დამატებითი დაკითხვისთვის გამოიძახეს, მაგრამ ის არ გამოცხადდა, რამაც უბიძგა მათ ოქრუაშვილი პატიმრობაში დაებრუნებინათ.


ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებითი საქმის განხილვა სასამართლოში 16 ნოემბერს დაიწყება.



 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button