ბურჯანაძე ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტებს შეხვდა
ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტების და პროდიუსერების ჯგუფი 14 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
”რაიმე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია [ბურჯანაძისგან], როდის შეძლებს ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობის აღდგენას,” – განუცხადა ტელეკომპანიის პროდიუსერმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია დაუყადა იმ მოტივით, რომ 7 ნოემბერს თბილისში მომხდარი არეულობის გაშუქებისას ტელეკომპანია ხელისუფლების დამხობის პროპაგანდას ეწეოდა.
ვეფხვაძემ ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ტელეკომპანიის და არა რადიო ”იმედის” მაუწყებლობას. ”თუმცა, ისიც დალუქულია,” – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის რეიდის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ”ჩვენი ამერიკელი პარტნიორები აპირებენ ჩამოსვლას და ადრე ჩატარებული აუდიტის დაფუძველზე ზარალის დადგენას,” – განაცხადა ვეფხვაძემ.
ჟურნალისტების ჯგუფთან შეხვედრამდე ბურჯანაძემ ცალკე შეხვედრა გამართა ”ღია ეთერის” წამყვანთან ინგა გრიგოლიასთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)