ახალი ამბები

ბრაიზა: საქართველო საგანგებო მდგომარეობას სამ დღეში გააუქმებს

საქართველოს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას ორ ან სამ დღეში მოხსნის, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ 13 ნოემბერს თბილისში.   


”პარლამენტის თავმჯდომარესთან [ნინო ბურჯანაძესთან] საუბრის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობა ორ ან სამ დღეში მოიხსნება; მე ვფიქრობ 16-ში [ნოემბერს],” – განაცხადა ბრაიზამ პრესკონფერენციაზე.


მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი ეს მოხდება, ”უამრავი დრო რჩება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოსამზადებლად”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button