ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე საქართველოში წარმომადგენელს აგზავნის

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიგელ ანხელ მორატინოსმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ის სპეციალურად აგზავნის თავის წარმომადგენელს ხოსე ბორელ ფონტელესს საქართველოში, რათა დაარწმუნოს ხელისუფლება გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა.


”მე მივესალმე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას რიგგარეშე არჩევნების მოწვევასთან დაკავშირებით. ეს დაძაბულობის კლებას დაეხმარება,”- განაცხადა მორატინოსმა, ”მე ვთხოვე ჩემს პირად წარმომადგენელს მოუსმინოს და დაელაპარაკოს ყველა მხარეს თბილისში ვიზიტის დროს და მოუწოდოს მშვიდობიანი და დემოკრატიული დიალოგისა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისაკენ”.


მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა მიკლოს ჰარაციმ 8 ნოემბერს შეშფოთება გამოთქვა ორი ტელეკომპანიის ”იმედის” და ”კავკასიის” მაუწყებლობის შეწყვეტის გამო და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ნება დართოს  მათ მუშაობის განახლებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button