ახალი ამბები

ბრაიზა: საქართველომ დაუყონებლივ უნდა მოხსნას საგანგებო მდგომარეობა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა 10 ნოემბერს თბილისში აპირებს ჩამოსვლას, რათა ქვეყნის ხელმძღვანელობას და ოპოზიციას შეხვდეს.


”მე ვაპირებ ვუთხრა ხელისუფლებას, რომ საჭიროა დაუყონებლივ მოხსნას საგანგებო მდგომარეობა,” – განუცხადა მან New York Times 9 ნოემბერს, ”ეს დიდი იმედგაცრუებაა”.


ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ის სთხოვს ოპოზიციის ლიდერებს თავი შეიკავონ გაღიზიანებული საუბრისგან და კონსტრუქციული დიალოგი გამართონ.    


”ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და საქართველოს დემოკრატიაზე და მე გულწრფელად მიყვარს ეს ქვეყანა,” – განაცხადა მან, ”მაგრამ ის, რაც ჩვენ გვაღელვებს საქართველოში, არის დემოკრატია”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button