ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში სტუდენტური აქცია დაშალეს

დღეს დილით, დაახლოებით, 11 საათისთვის ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რომელმაც გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და დაშალა სტუდენტები, რომლებიც აქციის მოწყობის მიზნით იკრიბებოდნენ, ამის შესახებ Civil.ge-ს გაზეთ ბათუმელების რედაქტორმა ეთერ თურაძემ აცნობა.


”პოლიციელები შევიდნენ უნივერსიტეტში, ნაცემი არიან  სტუდენტები,”- განაცხადა მან, ”ამჟამად საავადმყოფოებში დავდივართ და ვნახულობთ დაშავებულებს”.


თურაძის ინფორმაციით, სტუდენტური აქცია დაიწყო გუშინ თბილისში მომხდარი მოვლენების გასაპროტესტებლად.


მისი თქმით, აქციაზე მოგვიანებით სახალხო პარტიის და რესპუბლიკელების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ, თუმცა სტუდენტებმა მათ შემოერთებაზე უარი განაცხადეს.


თურაძის განცხადებით, აქცია, რომელიც გუშინ საღამოს დაიშალა, დღეს 1 საათზე აპირებდა განახლებას.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 ნოემბერს გამოაცხადა, რის შედეგადაც აიკრძალა დემონტრაციების და აქციების გამართვა და ინფორმაციის გავრცელება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button