ახალი ამბები

HRW მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლას გმობს

ქართველებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავისი პროტესტი პოლიციის მხრიდან ცემის გარეშე, განაცხადა Human Rights Watch-მა 8 ნოემბერს.


”კრიზისის დროსაც კი ქართველებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავისი პროტესტი პოლიციის მხრიდან ცემის გარეშე,” – განაცხადა Human Rights Watch-ის დირექტორმა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჰოლი კარტნერმა, ”რეზინის ტყვიების სროლა მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის არის ძალის გადაჭარბებულად გამოყენება. ხელისუფლებას არ აქვს კარტ-ბლანში შეზღუდოს ფუნდამენტალური თავისუფლებები მხოლოდ იმის გამო, რომ ის კრიზისშია”.


HRW-ი ასევე იტყობინება, რომ მისმა წარმომადგენელმა დაინახა, როგორ მისდია სპეცრაზმმა და სცემა მომიტინგეები, მაშინ როცა ისინი იქვე ახლოს მდებარე ეკლესიის ეზოში შევარდნენ. მომიტინგეები არ შეწინააღმდეგებიან და ერთმანეთს მოუწოდებდნენ წინაააღმდეგობა არ გაეწიათ, რათა პოლიციისგან უფრო მწვავე შურისძიების პროვოცირება არ გამოეწვიათ.


”ჟურნალისტების ცემა ან ტელეკომპანიების დახურვა მოვლენების გაშუქების გამო ვერ იქნება გამართლებული შემდგომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით,” – განაცხადა კარტნერმა, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.


 


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button