ახალი ამბები

მაჭავარიანი: იმედია, საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის დამტკიცება არ დაგვჭირდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 8 ნოემბერს იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდება და საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის დამტკიცების საჭიროება აღარ იქნება.


”იმედი გვაქვს დღეს და ხვალ სიწყნარე იქნება და დაძაბულობა განიმუხტება და იმედია პარლამენტს არ დასჭირდება ამ ზომის მიღება,” – განუცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა 7 ნოემბერს შემოიღო, რის შემდეგაც მისი დეკრეტი, რომელიც უკვე ძალაშია, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button