ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა  წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. მან სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები მოავლინა თბილისში.


სოლანას თქმით, სემნები შეხვდება როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს.


”მე შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო,” – განაცხადა სოლანამ, ”პოლიტიკური დაპირისპირება დემოკრატიული ინსტიტუტების საშუალებით უნდა მოგვარდეს. ამიტომ, ყველა მხარემ უნდა განაახლოს დიალოგი და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც დაძაბულობას უწყობს ხელს. ეს არის კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი. მე ეს გზავნილი პრეზიდენტ სააკაშვილს და საქართველოს ოპოზიციას გადავეცი”.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button