ახალი ამბები

სამართალდამცავებმა რიყეზე შეკრებილი მომიტინგეებიც დაშალეს

შსს-ს სპეცრაზმმა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა რიყეზე – ”ევროპის მოედანზე” –  მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქცია.


ათასობით მომიტინგე მტკვრის სანაპიროსკენ და მეტეხის ტაძრისკენ მიმავალი ტერიტორიებისაკენ მასობრივად გაიფანტნენ. მათ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები სდევნიან; იყო მათ წინააღმდეგ ქვების სროლის შემთხვევებიც.

მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.  


მომიტინგეებს გზა არ გადაუკეტიათ, თუმცა მათი დაშლა მაინც დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, რომლებიც დაშავებულებს ეხმარებიან.

ეს დღეს უკვე აქციის დაშლის მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც შუადღისას მომიტინგეებისაგან რუსთაველის გამზირი ანალოგიური მეთოდებით გაწმინდეს, რის მიზეზადაც გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება დასახელდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button