Placeholder canvas
ახალი ამბები

ოფიციალური ინფორმაციით, 250-მდე ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს

250-მდე ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშალეს. მათ შორის არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა.


მისი თქმით, 50-მდე ადამიანი უკვე გაწერილია საავადმყოფოებიდან.


”არის ტრამვების ერთეული შემთხვევები, თუმცა ძირითადი შემთხვევები უკავშირდება ცრემლსადენი გაზის გამოყენებას,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა.


მისი თქმით, ყველა სამედიცინო დაწესებულება მობილიზებულია და  მკურნალობის ხარჯები იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button