ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა ვლადიმერ პაპავამ დატოვა

დეპუტატმა ვლადიმერ პაპავამ დღეს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” რიგები და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირა არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების იდეას.


”აუცილებელია საპროტესტო აქციის მოთხოვნის დაკმაყოფილება არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ”- განაცხადა პაპავამ, ”ბუნებრივია, რომ ეს ეწინააღმდეგება უმრავლესობის პრინციპულ პოზიციას და ამიტომ გავედი ფრაქციიდან”.


პაპავას განცხადებით, ის არცერთ ოპოზიციურ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს.


იგი უკვე მეორე დეპუტატია გუგული მაღრაძის შემდეგ, რომელმაც საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ხელისუფლება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კომპრომისზე არ მიდის.


იმავდროულად, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც მე-5 დღეა გრძელდება, ოპოზიციონერი ლიდერები მიესალმნენ ვლადიმერ პაპავას გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ მის მაგალითს სხვა დეპუტატებიც მიბაძავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button