Placeholder canvas
ახალი ამბები

ლავროვი და მირონოვი საქართველოზე საუბრობენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ”ფარსი” უწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც საქართველოში შექმნილი პრობლემები დაახასიათა, როგორც რუსეთისგან მართული. 


”კომენტირება იმ პოლიტიკური მოღვაწის [პრეზიდენტ სააკაშვილის] გამოსვლის მე არ მსურს. ფარსი, რომელიც სდევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებას, ნათელია ყველასთვის”, – იუწყება ”რია ნოვოსტი” სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით. 


მან ასევე განაცხადა: ”ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რაც ხდება საქართველოში”.


რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა ასევე განაცხადა, რომ არ ღირს პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარის კეთება.


”როგორც ჩანს, ოპოზიციის გამოსვლები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდება,”- განაცხადა მირონოვმა 6 ნოემბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button