ახალი ამბები
სეპარატისტი ლიდერები სოხუმში შეიკრიბნენ
აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის ლიდერები, სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითი და იგორ სმირნოვი 4 ნოემბერს სოხუმში შეიკრიბნენ, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
ამ შეხვედრას ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა თვითგამოცხადებული რეგიონების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
სეპერატისტ ლიდერთა შეხვედრა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თანამეგობრობის ფარგლებში იმართება – ორგანიზაცია, რომელიც გასული წლის ივნისში შეიქმნა, მიზნად ისახავს მცდელობების კოორდინაციას საერთაშორისო აღიარების მოპოვების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)