skip to content
ახალი ამბები

ნათელაშვილი: 2 ნოემბრის აქცია იქნება პრინციპული შედეგების მომტანი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს.


”მიტინგი 2 ნოემბერს იქნება უაღრესად მშვიდობიანი, არაძალადობრივი, მაგრამ პრინციპული შედეგების მომტანი და ხალხი არ დაიშლება მანამ, სანამ  პრეზიდენტი არ გამოაცხადებს ახალი არჩევნების თარიღს ”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა.


ლეიბორისტული პარტია იმ ათ ოპოზიციურ პარტიას შორის არის, რომელიც 2 ნოემბრის აქციას უწევს ორგანიზებას და აქამდე რეგიონებში საპროტესტო კამპანიას ახორციელებდა. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, შემოდგომის ნაცვლად საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button