ახალი ამბები

”რუსთავი 2”-ის ახალ თოქ-შოუს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ახალ თოქ-შოუს მანამდე, ვიდრე ყველა ტელეკომპანია არ ჩადგება თანაბარ პირობებში და ხელისუფლების წარმომადგენლები არ დათანხმდებიან  ”იმედსა” და ”კავკასიაზე” დებატებში მონაწილეობას.


ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება 25 ოქტომბერს ახალი თოქ-შოუს ”რუსთავი 2”-ის ეთერში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე გაახმოვანა, რამაც წამყვანის გაკვირვება გამოიწვია. ვახო სანაიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია თანახმა იყო დებატებში მონაწილეობაზე, თუმცა კონკურენტი ტელეკომპანია”იმედის” ზეწოლის შედეგად გადაიფიქრა.


ხელისუფლების წარმომადგენლები წელიწადზე მეტია, რაც უარს აცხადებენ ტელეკომპანია ”იმედის” თოქ-შოუებში მონაწილეობაზე, მათ შორის პირდაპირ ეთერში ოპონენტებთან დებატებზე. ბოიკოტის ერთ-ერთი მოტივი ისიცაა, რომ ”იმედის” თანამფლობელი ხელისუფლებისათვის მიუღებელი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button