skip to content
ახალი ამბები

სუბარი ოთხი აქტივისტის დაკავებას ”უკანონოს” უწოდებს

თანასწორობის ინსტიტუტის სამი აქტივისტი და რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი ”უკანონოდ” არიან დაკავებულები, განაცხადა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა.


მან დღეს პატიმრობაში მყოფი ოთხივე აქტივისტი მოინახულა, რომლებიც პოლიციამ 16 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური ახალგაზრდული მოძრაობის მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობის დროს დააკავა. აქტივისტები სასამართლომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დამნაშავეებად ცნო და 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.


”თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ისინი მიმაჩნია უკანონო პატიმრებად,”- განუცხადა სუბარმა 23 ოქტომბერს ჟურნალისტებს, ”პრაქტიკულად მათ მიმართ წარდგენილი სამართალდარღვევები არანაირად არ დასტურდება”.


სახალხო დამცველის განცხადებით, აქტივისტების საპატიმრო პირობები ”ცუდია”, მათ შორის იმის გამოც, რომ ისინი ვერ სარგებლობენ სეირნობის უფლებით და არ აქვთ ჰიგიენური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ელემენტარული პირობები, რაზეც ”დაგვპირდნენ [საპატიმროს დირექციაში], რომ ძალიან მალე გამოასწორებენ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button